სასწავლო პროექტი


 ,,რას ამზადებენ მატყლისაგან მთაში?’’

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები  გონებრივი  იერიშის  მეთოდით  ასახელებენ მათთვის საინტერესო თემას, რომელიც ჩემს მიერ იქნა დაფაზე დაწერილი. შევისწავლეთ თემა: “თექის დამზადება“ და ეს გახდა მიზეზი გავაცნოთ მოსწავლეებს როგორ ხდება მატყლისაგან თექის დამზადება და ქსოვა ჩხირებით. 
პროექტის აქტუალობა: შეისწავლონ ინფორმაციის მოპოვების გზები, გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.

პროექტის მიზნები: გაიგოს მოსწალეებმა  რას ჰქვია მატყლი? რას ართავენ მისგან? (შალის ძაფს) ამ ძაფისგან რა იქსოვება? (ფარდაგები, ხურჯინები, პაჭიჭები, წინდები, თექა) სწავლების მაზანია მოსწავლეს  გამოუმუშავოს  კვლევა–ძიების უნარი. იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ. მოსწავლე გეგმავს მეგობრებთან ერთად როგორ შეაგროვოს ინფორმაცია ისტ–ის გამოყენებით.
მოსწავლეთა ასაკი: 10–11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები  რაც შეიძლება შეიქმნას: სხვადასხვა წყაროების მოძიებით ეცნობიან თუ რა მზადდება ცხვრის ბეწვისაგან, როგორ თელავენ თექას, რომელიც ძალიან რთული პროცესია. 

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა წყაროების, მასალების მოძიება ისტ–ის გამოყენებით, თვალსაჩინოება, ბიბლიოთეკის გამოყენება, ჯგუფში თანამშრომლობა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს ჯგუფებად და ვაძლევ ინსტრუქტაჟს: 1) მოიძიონ წყაროები თექას დამზადების შესახებ. 2) საქ–ოს  რომელ  მხარეში  მზადდება  თექა? 3)რა  მზადდება  თექისაგან?  4) როგორ  იქსოვა  დაზგაზე? როგორ  იქსოვა  ჩხირებით?   ხდება  პრაქტიკული  სამუშაოს  შესრულება. მოსწავლეები ქსოვენ  წინდებს  ორნამენტებით.
მოსწავლეები ეცნობიან, რომ  დაზგაზე იქსოვება ულამაზესი ჭრელი ფარდაგები  და  ხურჯინები, რომელიც ლამაზი ორნამენტებით არის შემკული. ძაფს  ბუნებრივი საღებავებით, სხვადასხვა მცენარის ნახარშით ღებავენ, ტოლისაგან  კერავენ ულამაზეს სამოსს, რომელიც  ტალავრის სახელით  არის ცნობილი.
პროექტი  გამოვიდა  წარმატებული  და  მიზანი  მიღწეულ  იქნა.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
ხელოვნება.  V.1.  მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები  ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
  • სხვადასხვაგვარი მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და ქმნის ფაქტურებს;


ს.გ.V.11. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარს ისტორიასთან და კულტურასთან.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     ამოიცნობს ისტორიულ ან ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებში;



პროექტის  ხელმძღვანელი: მარინა  იმნაძე.



ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: marinaimnadze@gmail.com